დოკუმენტური ორშაბათები / Documentary Mondays

კრეატიული დოკუმენტური ფილმის ჩვენებები; დისკუსიები და დებატები
Creative Doc film screenings; discussions and debates

“დოკუმენტური ორშაბათები” ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერილი პროექტია, რომელიც ფართო საზოგადოებას წარუდგენს საერთაშორისო და ქართულ მაღალხარისხიან შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებს. პროექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთ ევროპულ ქალაქებში როგორიცაა, ლონდონი, ათენი, პრაღა, ბუხარესტი, სადაც საკმაოდ მაღალია საზოგადოების თანამონაწილეობა.

პროექტის მიზანია არა მხოლოდ დოკუმენტური ფილმების ჩვენება, არამედ ღია დისკუსიებისა და დებატების გამართვა დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით. კრეატიულ დოკუმენტურ ფილმებში წამყვანი რეჟისორის სუბიექტური ხედვაა, რომელიც არ სცდება რეალობის საზღვრებს. ყოველი თვის პირველ ორშაბათს საზოგადოებას საშუალება ექნება იხილოს განსხვავებული ჟანრისა და ფორმატის ფილმები, დაწყებული documentary road movie-დან და essay film-დან, გამოძიებითი ჟურნალისტიკით დამთავრებული. თემატიკის სიღმისეულად განხილვის მიზნით სეანსის დასასრულს დისკუსიებსა და დებატებს წარმართავს მოდერატორი.

“დოკუმენტური ორშაბათები” გაიმართება ყოველი თვის პირველ ორშაბათს საღამოობით არტ-კაფეებსა, კულტურულ ცენტრებსა და/ან თბილისის კინოთეატრებში. ინფორმაცია ღონისძიების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ გავრცელდება სოციალური ქსელის საშუალებით.

watch?v=ha6Yh4ZkhGk

“Documentary Mondays” is supported by the Open Society – Georgia Foundation and is a public film screenings event of award winning international and Georgian creative documentaries. “Documentary Mondays” are already very popular in other European cities like London, Athens, Prague, Bucharest where the screenings are attended by large audiences. Documentaries are really becoming mainstream in Europe.

The purpose of this project is not only to screen documentaries but to initiate open discussions and debates for the public attending the screenings. In creative docs the subjective point of view of the filmmaker is central, but doesn’t exceed the limits of reality. The genres and forms of films will vary each Monday from documentary road movie, to essay film or investigative documentary. Besides this each screening will have an invited special guest for each theme in order to explore the films more deeply.

“Documentary Mondays” will be organized monthly only on Mondays evenings in art-cafés, cultural centers and/or cinemas in Tbilisi. The exact locations will be announced via Facebook events in due time.
“Documentary Mondays” screenings are free of charge.

 

 

Comments are closed.